2025-10-27

11:26

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალქ ტოკიოში გაიმართა

ბიზნეს ნიუსი
28-01-2025 12:51

ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური საერთაშორისო კონკურსის „SAKURA Japan Women's Wine Awards“ მხარდაჭერით, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება.

ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას და ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების მასტერკლასს. 
ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ხოლო პრეზენტაციას სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდნენ. 
ტოკიოში გამართულ ღონისძიებას  იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
ანა გოდაბრელიძე და თამთა ყველაიძე კონკურსის „SAKURA Japan Women's Wine Awards“ ჟიურის წევრებად არიან მიწვეულები. კონკურსი დღეს ტოკიოში გაიმართება. 
აღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც  მეთერთმეტედ ტარდება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
მსგავს ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას არა მარტო იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე, არამედ, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1059

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები