2025-07-02

09:50

შალვა პაპუაშვილი - არის რისკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად, იმედი გვაქვს, მისი წევრები არ აჰყვებიან ამას, რადგან ეს დააზიანებს თავად ასამბლეას

პოლიტიკა
28-01-2025 11:35

არის რისკი, რომ საპარლამენტო ასამბლეა აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. იმედი გვაქვს, ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ამას, რადგან ეს დააზიანებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიცია, უკვე დიდი ხანია, ქცეულია შადიმანად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“.

„ყველაზე პრობლემური ის არის, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, არამედ არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, რომლებსაც უსახავენ, და ესენი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან. ამიტომ, ეს წერილები იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მისდით მითითება. მათ წერილებს აბრუნებენ შემდეგ, თითქოს პარტიული პოზიციის გამოსახატად. არის სამწუხარო ტენდენცია, რომ ხდება საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც ჩვენ ვხედავთ, რომ ამის რისკია, რომ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი, აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ არის მხარდამჭერი იმ რეჟიმისა, რომელმაც წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დახურვა მოიტანა. გახსოვთ სააკაშვილისთვის შენახული ცარიელი სკამი „ევროპის სახალხო პარტიის“ კონფერენციაზე, რაც, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ქმედება იყო, რომელიც დაცლილი იყო ყველაფრისგან, რაც კი შეიძლება, ევროპულად წარმოედგინოს ქართველ ხალხს. იმედი გვაქვს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან. რაიმე ასეთ გადაწყვეტილების მიღებას თუკი შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა, ეს დააზიანებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ძირს გამოუთხრის, როგორც დიალოგის პლატფორმას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები