PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გასაჩივრდა "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24 საათიანი ვადა აქვს, საკითხზე კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება.
"როგორ მოსალოდნელი იყო, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საპარლამენტო ასამბლეაში გასაჩივრდა, ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და თუ დამტკიცდა, საერთოდ ვერ შეძლებენ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას", - დაწერა რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა, სოციალურ ქსელში.
ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა EPP-ის ჯგუფის სახელით.
"საქართველოს პარლამენტი არის პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ ერთი პარტიაა. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე გავასაჩივრებ რწმუნებათა სიგელებს EPP ჯგუფის სახელით", - თქვა ობერგმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციური გაერთიანებამ მიმართა ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.
"კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაედასტურებინათ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, "რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას"
ისინი მოითხოვდნენ "ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას."
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“, – ნათქვამი იყო მიმართვაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. სტრასბურგში გაემგზავრნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც არ მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის - საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
სანქციების პოლიტიკა დაიწყო გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამაც.
ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის გეგმავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ურთიერთობები უკვე შეჩერებული აქვს.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/33290464.html
ნანახია: 867
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss