2025-10-31

22:35

2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის

მსოფლიო
27-01-2025 12:56

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2024 წელს მთელ მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის და ამ მაჩვენებლით საერთაშორისო ტურიზმის სექტორმა გადალახა თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე კრიზისი - კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდი (2020-2021).

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რომლის სათაო ოფისი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარეობს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდით (დაახლოებით 140 მილიონით მეტი) 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა საერთაშორისო მასშტაბით, რითაც მოხდა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან დაბრუნება.

კოვიდ-19-ის პანდემიამდელი 2019 წლისა და 2024 წლის მაჩვენებლების შედარების მიხედვით, ვიზიტორთა ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში.

გასულ წელს ახლო აღმოსავლეთს 95 მილიონი (32%-იანი ზრდა 2019 წელთან შედარებით), აფრიკას 74 მილიონი (7%-იანი ზრდა) და ევროპას 747 მილიონი (1%-იანი ზრდა) ადამიანი ეწვია.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თავის შეფასებაში განაცხადა: „გლობალურმა ტურიზმმა 2024 წელს დაასრულა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი. გასული წლის მონაცემებით, ბევრ ადგილას ტურისტების ჩამოსვლები და განსაკუთრებით შემოსავლები 2019 წელთან შედარებით უფრო მაღალია“.

პოლოლიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ტურიზმში ძლიერი მოთხოვნის გავლენით ზრდის გაგრძელებას მოელიან 2025 წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები