2025-10-31

22:42

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ) შეაჩერა ყველა საგარეო დახმარება

მსოფლიო
27-01-2025 12:41

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი განცხადების თანახმად, შეჩერებულია ყველა არსებული საგარეო დახმარება, რომელიც ფინანსდება დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის მიერ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო ქვეყნებისთვის გადახდების შეწყვეტა განხორციელდა ამ დახმარების პროგრამების ეფექტურობისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.

განცხადებაში, სადაც დახმარების გადახედვა და რეგულირება „მორალურ ვალდებულებად“ არის მიჩნეული, ხაზგასმულია, რომ დანახარჯები უნდა მოხმარდეს ამერიკელ ხალხს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 იანვარს, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, ხელი მოაწერა ბრძანებულებას საგარეო დახმარების შესახებ.

ბრძანებულებაში აღნიშნული იყო, რომ ყველა სამინისტრო და უწყება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარების პროგრამებზე, შეწყვეტენ გადახდებს უცხო ქვეყნებისთვის და დაიწყება 90-დღიანი მიმოხილვის პერიოდი პროგრამის აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის შესაფასებლად.

აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები