2025-10-31

22:35

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინშია

მსოფლიო
25-01-2025 14:09

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად სიგნალს ელოდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხებზე რუსეთსა და აშშ-ს შორის გასაუბრების საჭიროება არსებობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული იარაღის კონტროლის სამართლებრივი ჩარჩო აშშ-ს მიერ შეფერხებულია.

პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრაზე პესკოვმა განაცხადა: „პუტინი მზადაა. ჩვენ აშშ-დან სიგნალს ველოდებით."

პესკოვმა ტრამპის განცხადებაზე, რომ „ნავთობის ფასების დაცემის შემთხვევაში უკრაინის ომი დასრულდება“, აღნიშნა: „ეს კონფლიქტი ნავთობის ფასებზე არ არის დამოკიდებული. ეს კონფლიქტი გამოწვეულია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და გარკვეულ რეგიონებში მცხოვრები რუსების სიცოცხლის საფრთხით, რასაც აშშ-სა და ევროპა სრულად უარყოფენ“.

ტრამპის იმ განცხადებაზეც, რომ „ზელენსკი მზადაა შეთანხმებისთვის“, პესკოვმა განაცხადა: „ზელენსკი ვერ იქნება მზად. რადგან შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების წარმოება საჭირო. ზელენსკიმ საკუთარი ბრძანებით აკრძალა მოლაპარაკებები“.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები