2025-10-22

13:17

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
24-01-2025 11:04

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.  

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთად იმუშაონ  მიმდინარე დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები