2025-10-22

08:37

ფუტსალი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მალტა 9:0 დაამარცხა

სპორტი
24-01-2025 10:51

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მალტასთან გამართა და დიდი ანგარიშით, 9:0 დაამარცხა.

ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში მიმდინარე მინიტურნირზე ბესო არველაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ციკლის პირველი შეხვერა გერმანიასთან ფრედ, 1:1 დაასრულა. ელიტრაუნდში გასასვლელად ჩვენს ნაკრებს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.

საქართველომ თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 4:0 მოიგო. შესვენების შემდგ ქართველებმა კიდევ ხუთი ბურთი გაიტანეს. თითოჯერ თავი გიგა ლომაიამ (მეკარე), ნიკა ქარცივაძემ, დაჩი ცალუღელაშვილმა, დავით წერეთელმა და მოსე ჩირიკოვმა გამოიჩინეს, ხოლო ნიკოლოზ გოგოხიამ და გიორგი აირაპეტიანმა დუბლი შეასრულეს.

შესარჩევი ციკლის დასკვნით, მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 25 იანვარს ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ფუტსალის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მოლდოვაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები