კახა ოქრიაშვილი: ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია!

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „მსურს, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ თურმე, ბოლო 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაზარდეს.
მარტივად რომ ავხსნათ, რა არის ეკონომიკა? ეს არის ყველა ბიზნესის ჯამი, ანუ საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ბიზნესის ჯამს. ეკონომიკას ხელისუფლება კი არ ზრდის, არამედ ბიზნესი და ბიზნესმენები ზრდიან და აშენებენ. ხელისუფლებას კი შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, ან პირიქით, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოიწვევს ბიზნესის, ანუ ეკონომიკის შემცირებას, რაც ხდება ახლა.
თუკი 2012 წლიდან ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაშიც იგულისხმება არამარტო დაბალი გადასახადები და მარტივი სახელმწიფო ბიუროკრატია, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რამაც ბიზნესს ნდობა გაუჩინა საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ, დღეს ამ ყველაფერს ხელისუფლება თვითონვე ანგრევს, როგორც საგარეო მიმართულების ცვლილებით, ისე განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენების დევნით - იქნება ეს საინფორმაციო დარტყმები, თუ ბიზნესის შემზღუდავი და მარწუხებში მომქცევი კანონების მიღება. ამაშივე შედის სასამართლო სისტემის გაუმართავობა, ანდა სასამართლოს გარეშე ბიზნესის დასჯის მექანიზმები და ა.შ.
ამ სიტუაციაში გარდაუვალია ეკონომიკური სტაგნაცია. გამოსავალია ახალი არჩევნები და ჭეშმარიტად დემოკრატიული მიდგომების დანერგვა საზოგადოებაში, მათ შორის ბიზნესში, ე.ი. ეკონომიკაში.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოხდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შემოტრიალება!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 796
მსგავსი სიახლეები

ბოლო 20 წელში მესამედ, ფოტოხაფანგმა საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირა
ბოლო 20 წელში მესამედ, ფოტოხაფანგმა საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირა

თბილისის შემოსასვლელთან საავტომობილო მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში შეიზღუდება - გზების დეპარტამენ
თბილისის შემოსასვლელთან საავტომობილო მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც
Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდ
"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე
clickss