2025-03-15

00:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

ინტერვიუ
23-01-2025 12:12

2025 წლის 22 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან. 

საუბარი შეეხო  ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას და დაგეგმილ შეხვედრებს. 

მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები,  მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს; ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს  საქართველოსა და უნგრეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის ელჩს მადლობა გადაუხადა  საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-01-23 12:12
ინტერვიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სავაჭრო

2024-02-19 16:37
ინტერვიუ

VIDEO/Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს როლი საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების გა

სტუმარი: Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე

2023-09-20 06:22
ინტერვიუ

სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

2023-09-20 06:12
ინტერვიუ

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა

2023-09-19 06:04
ინტერვიუ

პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები