როგორ მუშაობს ევროკავშირი: პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც ჟურნალისტებს ევროკავშირის საქმიანობის გაშუქებაში დაეხმარება
EU NEIGHBOURS east პროგრამამ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS), ევროპულ საბჭოსთან და ევროპარლამენტთან თანამშრომლობით, ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული გზამკვლევი შეიმუშავა. გზამკვლევი აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მომუშავე მედიებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციებში. მასში ასევე ახსნილია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები. გარდა ამისა, გზამკვლევი შეიცავს მდიდარი აუდიოვიზუალური რესურსების ჩამონათვალს, პრესის საკონტაქტო პირების სიას და რჩევებს აკრედიტაციებსა და მედიაგაშუქებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ეს მოცულობითი გზამკვლევი თავს უყრის საკვანძო ინფორმაციას ევროკავშირის საქმიანობის გაშუქების წესებსა და მედიისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე. ის ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც, რაც მას აქცევს ღირებულ წყაროდ ინსტიტუტების სახელების, მაღალი თანამდებობის პირების ტიტულების, საკანონმდებლო აქტებისა და ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა ტერმინების თარგმანისთვის.
გზამკვლევი უპირველესად განკუთვნილია ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და რეპორტიორებისთვის, თუმცა ის ასევე გამოსადეგი წყაროა მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის, რომლებიც ჟურნალისტებს ოფიციალურ პირებთან ინტერვიუებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, მედიატურებისთვის თუ ბრიფინგებისთვის ამზადებენ.
გზამკვლევის შინაარსი ეფუძნება მედიაგამოკითხვას, რომელიც EU NEIGHBOURS east პროგრამამ თავისი მედიაპარტნიორების მონაწილეობით ჩაატარა იმ ძირითადი საკითხების გამოსავლენად, რომლებიც ახსნასა და განმარტებას საჭიროებს.
გზამკვლევი მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებებს შორის კავშირის გაძლიერებას. ის ჟურნალისტებს ეხმარება, მეტი სიცხადით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ევროკავშირის პოლიტიკისა და თანამშრომლობის შესახებ და ახსნან ევროკავშირის გაფართოების პროცესი, რაც კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით რელევანტურია.
ნანახია: 1192
მსგავსი სიახლეები
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
clickss