2025-07-02

09:44

გასულ წელს მიღწეული შედეგებისთვის თბილისელი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

სპორტი
21-01-2025 14:25

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

„გასული წელი განსაკუთრებული წელი იყო სპორტული მიღწევების თვალსაზრისით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ სპორტსმენს იმ შედეგებისთვის, რომელთაც გასული წლის განმავლობაში მიაღწიეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგები 2025 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჩვენი მხარდაჭერაც, სპორტის მიმართულებით, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 185 თბილისელი სპორტსმენი. ასევე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა ქალთა ხუთი და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთი გუნდი.

გარდა ამისა, სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული:

წლის ყველაზე წარმატებული სპორტული პროექტი - 7X7 ფეხბურთი;
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ანა ჯაფარიძე;
წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი - გიორგი მამარდაშვილი
წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი;
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი - გიგა ოჩხიკიძე;
2024 წელს სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს ერთ მილიონ ლარს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში, უკვე დაჯილდოვდა 1 000-ზე მეტი სპორტსმენი.

ღონისძიებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის წევრი, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული უწყებების, ფედერაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები