თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეები, ოქტაი ოზთურქი და ოსმან თურანი სტამბოლში დაესწრნენ თურქეთის ბიზნეს კონფედერაცია TÜRKONFED-ის ყრილობას

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეები, ბატონი ოქტაი ოზთურქი და ოსმან თურანი 13 იანვარს სტამბოლში დაესწრნენ თურქეთის ბიზნეს კონფედერაცია TÜRKONFED-ის ყრილობას.
TÜRKONFED გახლავთ პრესტიჟული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ აერთიანებს 365-ზე მეტ ასოციაციას, მათ შორის საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას და 100-ზე მეტ ბიზნესმენს.
ყრილობას დაესწრნენ კანადაში, ჩრდილოეთ კვიპროსზე, ლათინურ ამერიკაში, მოლდოვაში, უკრაინაში, მონტენეგროში, ჩეხეთში, სერბეთში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ერაყსა და ბელგიაში მოღვაწე თურქი და ადგილობრივი ბიზნესმენებისაგან შემდგარი ასოციაციების თავმჯდომარეები.
ყრილობაზე განხილულ იქნა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური და სოციო-პოლიტიკური ვითარება, ამას გარდა მიზნად იქნა დასახული ასოციაციებს შორის ქსელის დამყარება და თანამშრომლობის გაზრდა, რაც ასოციაციების მენეჯმენტსა და წევრებს წაადგებათ მათი საქმიანობის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.
TÜRKONFED-ის ფარგლებში, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის მმართველ საბჭოს შეუძლია განაცხადოს გურთიადის წევრების სხვადასხვა ქვეყანაში კომერციული მიზნებისა და საჭიროებების შესახებ და იმუშაოს მათი განხორციელების მიმართულებით.
ნანახია: 1033
მსგავსი სიახლეები

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს
clickss