2025-05-09

23:36

საქართველოში გრძელდება ნატოს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხით

სამხედრო
17-01-2025 13:27

იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დღეს თბილისში დაასრულა ნატო-საქართველოს სწავლება-2025-ის მოსამზადებელი მეორე ეტაპი.

სწავლება 28 აპრილიდან 8 მაისამდე კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება.

სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები და გამოსცადოს ბრიგადა, რომელიც მეტწილად ქართველი და ნაწილობრივ საერთაშორისო სამხედრო პერსონალისგან შედგება.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი.

სწავლებას, რომელიც პირველად 2016 წელს ჩატარდა და ახლა მეოთხედ გაიმართება, უხელმძღვანელებს იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ფლორენციის სარდლობა, რომელიც ახლახან ნატოს მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:

https://www.facebook.com/AmbasciataTbilisi/posts/pfbid04dHi5qwjx96NAbman

M5KDx3yGPBZ3go8Fu7Sov9SeyHv1dg6Avb2TrxwTkfJqijVl?rdid=ySmp5uyCADLvphFF#

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 16:49
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!

ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

2025-05-08 15:40
სამხედრო

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!

ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

2025-05-08 15:31
სამხედრო

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს

კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

2025-05-08 11:51
სამხედრო

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა

საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

2025-05-05 12:02
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის

საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები