ინტერნაცინალური მაარიფის სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზურაბ წერეთლის მონუმენტის „საქართველოს მატიანეს“ კვლევისა და მისი პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

ინტერნაცინალური მაარიფის სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზურაბ წერეთლის მონუმენტის „საქართველოს მატიანეს“ კვლევისა და მისი პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
პროექტის მიზანი იყო ზურაბ წერეთლის მონუმენტ „საქართველოს მატიანეს“ კვლევა და მისი პოპულარიზაცია. სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს მონუმენტის ისტორიული და მხატვრული ღირებულებები, მისი სიმბოლიკა და მნიშვნელობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები პრეზენტაციისა და პოსტერების დასამზადებლად, რათა საზოგადოებაში გაეზარდათ ცნობადობა ამ მონუმენტის შესახებ.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიანობას, მოსწავლეებს უტარდებათ ქართულის, თურქულის, ინგლისურის, რუსულისა და გერმანული ენების გაკვეთილები. ამავდროულად, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, ტარდება კლუბური აქტივობები მეცნიერების, ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის სფეროებში, რომლებიც მოსწავლეებს პროფესიის დაუფლებისა და ლიდერული უნარების გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.
მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.
ნანახია: 1085
მსგავსი სიახლეები

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნ
თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნარკოდამნაშავე დააკავა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
clickss