ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობის პირველივე მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარცხი განიცადა

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობის პირველივე მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარცხი განიცადა. მისი მეტოქე ჩეხეთის წარმომადგენელი იაკუბ მენშიკი იყო. სამწუხაროდ ნ. ბასილაშვილმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს და ეს მატჩი 1:6, 7:6, 3:6, 3:6 დათმო.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატში კრუზ ჰიუიტი, ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟი 6:1, 6:4 დაამარცხა.
მეორე წრეში რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი დაამარაცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ნ. ბასილაშვილი 1:4 აგებდა. თუმცა ნიკოლოზმა შეძლო სეტის შემობრუნება და 7:5 დაამარცხა მეტოქე.
თავისი მესამე მეტოქე, იტალიელი ფრანჩესკო პასსარო ნ. ბასილაშვილმა ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის სლემის პირველ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. .
ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოახერხა. როგორც ცნობილია, ბოლოს ნიკა ბასილაშვილმა დიდ სლემზე 2023 წლის მაისში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი 2019 წელს პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო, მას ATP-ს უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
ავთანდილ ოთინაშვილი
ნანახია: 708
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss