ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს 14-16 იანვარს ეწვევიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC), 2025 წლის 14-დან 16 იანვრამდე განახორციელებენ ფაქტების დასადგენ მისიას თბილისში. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელმძღვანელ პირებს. "ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა - ლეგიტიმურობა, იმ თანამოსაუბრეებისადმი, რომლებსაც ისინი შეხვდებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ რამდენიმე დაკავებული მომიტინგე, რომელთა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია. ამ კონტექსტში, ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრის გამოხატვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ნანახია: 874
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო
clickss