რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულია მრავალი ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა რუსეთის მხრიდან ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა მართვადი ბომბით განახორციელა.
„ამ დროისთვის ირკვევა, რომ დაშავებულია ათობით ადამიანი. ყველას ეწევა საჭირო დახმარება. სამწუხაროდ, 13 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს“, - წერს ზელენსკი თავის პოსტში.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ივან ფედოროვმა სოციალურ ქსელში ასევე გააზიარა, რომ რუსეთის არმიამ რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაარტყა და თავდასხმის შედეგად დაშავებული 30 ადამიანი გადაიყვანეს რეგიონულ ჰოსპიტალში.
ზაპოროჟიეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და თქვა: „რუსეთი ისევ ურტყამს მშვიდობიან მოსახლეობას“.
ნანახია: 761
მსგავსი სიახლეები

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
clickss