2025-09-18

09:30

ბევერლი ჰილზში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დასახელდნენ

მსოფლიო
06-01-2025 12:55

ბევერლი ჰილზში გამართულ ამერიკული კინოპრემიის „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ბრეიდი კორბეტმა ფილმისთვის „ბრუტალისტი“. ფილმი მოგვითხრობს უნგრელი ებრაელი არქიტექტორის ისტორიას, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა. საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღო პიტერ სტროგანმა გერმანელი რეჟისორის, ედვარდ ბერგერის ფილმისთვის „კონკლავი“. ფილმის სიუჟეტის საფუძველს წარმოადგენს პოლიტიკური მოვლენები ვატიკანში.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმი „ემილია პერესი“. ამასთან, ამერიკელი მსახიობი ზოი სალდანია დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ამ ფილმში. საერთო ჯამში, ფილმი „ემილია პერესი“ ათ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

ნომინაციებში „საუკეთესო მამაკაცის როლი დრამატულ სერიალში“ და „ქალის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში“ ჯილდოები მიიღეს „შოგუნის“ მთავარი როლების შემსრულებლებმა, ჰიროიუკი სანადამ და ანა სავამ. საუკეთესო მინისერიალად დასახელდა „შვლის ნუკრი“. საუკეთესო მსახიობის და მსახიობი ქალის ჯილდოები მინისერიალში მიიღეს კოლინ ფარელმა („პინგვინი“) და ჯოდი ფოსტერმა („ნამდვილი დეტექტივი: ღამის ქვეყანა“).

საუკეთესო კომედიურ სერიალად აღიარებულია „ხრიკები“. „ოქროს გლობუსი“ ნომინაციებში საუკეთესო მსახიობი და მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში მიიღეს ჯერემი ალენ უაიტმა („დათვი“) და ჯინ სმარტმა („ხრიკები“).

62 წლის ამერიკელმა მსახიობმა, დემი მურმა მიიღო თავისი პირველი „ოქროს გლობუსი“ კატეგორიაში „საუკეთესო ქალის როლი მიუზიკლში ან კომედიაში“ მთავარი როლისთვის ფილმი „სუბსტანცია“, რომელიც უკვე დაჯილდოვდა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის.

საბოლოო ჯამში, „გლობუსის“ ორგანიზატორებმა გამარჯვებულები გამოავლინეს კინოსა და ტელევიზიის 27 კატეგორიაში. „ოქროს გლობუსებს“ 1944 წლიდან გადასცემენ. ჯილდო მიიჩნევა მეორე მნიშვნელოვან კინოპრემიად აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები