2025-10-19

01:18

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას კრუზ ჰიუიტთან შეხვედრით დაიწყებს

სპორტი
05-01-2025 15:52

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 16 წლის კრუზ ჰიუიტი იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელს 7 იანვარს შეხვდება. კრუზ ჰიუიტი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1265-ე ადგილზეა და დიდი სლემის ტურნირზე ე.წ. ველური ბარათით მოხვდა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის სლემის პირველ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება სჭირდება.

ჰიუიტის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი რუს კაჩმაზოვსა და ფრანგ ვან აშეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი 2019 წელს პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო, მას ATP-ს უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები