2025-10-14

09:12

ევროკავშირმა უნგრეთს 1 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება შეუჩერა

მსოფლიო
04-01-2025 16:25

ევროკავშირმა უნგრეთს 1 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება შეუჩერა კანონის უზენაესობის დარღვევის გამო. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

ევროკავშირის კომისიის პრესსპიკერმა ანნა-კაისა იტკონენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ შეაჩერა უნგრეთისთვის 2022 წელს დაპირებული დაფინანსების ნაწილი.

იტკონენმა აღნიშნა: "2022 წლისთვის შეჩერებული ვალდებულებების პირველი ტრანში შეადგენდა 1.04 მილიარდ ევროს და დასრულდა 2024 წლის ბოლოს."

უნგრეთის დაშორება ევროკავშირისგან დაიწყო 2010 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ვიქტორ ორბანი, რომელიც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოქმედი პრემიერ-მინისტრი.

ორბანის კონსერვატიული შეხედულებები, ეროვნული სუვერენიტეტის ხაზგასმა, უნგრული კულტურის წინ წამოწევა და კრიტიკა ევროკავშირის სამართლის უპირატესობის საკითხზე წევრი ქვეყნების მიმართ გახდა განხეთქილების მიზეზი.

2018 წელს ევროკავშირმა დაიწყო მე-7 მუხლის პროცედურა უნგრეთის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია როგორც "ბირთვული არჩევანი" და ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევას.

ევროკავშირის კრიტიკა უნგრეთის მიმართ კორუფციის, პრესის თავისუფლების და პლურალიზმის, გენდერული თანასწორობის, ლტოლვილთა უფლებების საკითხებზე თანდათან გამკაცრდა.

ამავე პერიოდში ბუდაპეშტმა, ევროკავშირის ფონდებზე წვდომის "პირობითობის მექანიზმის" შემოღების საპასუხოდ, დაიწყო ვეტოს უფლების ხშირი გამოყენება მნიშვნელოვან საკითხებზე, დაბლოკა ევროკავშირის ბიუჯეტი და კოვიდ-19 პანდემიის ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრის პროგრამა.

ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანა ევროკავშირის სასამართლოში პრესის თავისუფლების დარღვევის, გენდერული დისკრიმინაციისა და ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობის დარღვევის გამო.

2022 წელს ევროპარლამენტმა უნგრეთის მმართველობის სისტემა დაახასიათა როგორც "არჩევითი ავტოკრატია" და დაადგინა, რომ ქვეყანა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს და "აღარ იმართება დემოკრატიულად".

იმავე წელს, ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი შეშფოთების გამო, ბუდაპეშტის მთავრობისთვის ბიუჯეტიდან წილის გამოყოფა დაექვემდებარა "პირობითობის მექანიზმს".

მიმდინარე პროცედურის თანახმად, ბუდაპეშტს ეცნობა, რომ 2024 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დაფინანსების შეჩერება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები