გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი „საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისითა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ“.
„კრიზისის მიზეზია საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციას ევროპული ნორმების, ღირებულებების დაცვითა და რეფორმების განხორციელებით. მკაცრად ვგმობთ გასულ კვირას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას მის პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის შეკრებისა და მედიის თავისუფლება. მკაცრად ვგმობთ პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმართულ მუქარას. „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკური კურსი და დემოკრატიული უკუსვლა გახდა მიზეზი ჩვენი ურთიერთობების დაქვეითებისა ევროპულ და ეროვნულ დონეზე და საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების, თანამშრომლობის შემცირებისა. შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, განვიხილავთ დამატებით ზომებს ევროკავშირისა და ეროვნულ დონეზე. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით, მასშტაბური დარღვევებისა და ბრალდებების არასათანადო გამოძიებების შესახებ. არჩევნები არ ჩატარებულა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელი სტანდარტების შესაბამისად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან. მოწოდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა და სტანდარტების განხორციელების შესახებ, ახალი არჩევნების შესაძლებლობის ჩათვლით, რომელიც ქართული საზოგადოების ნაწილისგან მოდის, იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან განხილვას, გულწრფელ დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანალენა ბერბოკის, ჟან-ნოელ ბაროსა და რადოსლავ სიკორსკის ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 962
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვე
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათ
არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღო
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
clickss