2025-10-14

07:45

AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის თავდასხმის მსხვერპლი გახდა

მსოფლიო
28-12-2024 15:00

აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის "პანცირ-ს" თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა სააგენტო „ანადოლუ“-სთან (AA) გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ გუშინ წინ აქტაუში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს, გროზნოსთან მიახლოებისას, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ "პანცირ-ს"-მა ესროლა.

აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის თავდასხმა გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციებში ნათქვამია, რომ ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავს არ მისცეს გროზნოს, მახაჭკალისა და მინერალნიე ვოდის აეროპორტებში დაშვების უფლება და გადაამისამართეს აქტაუში, რითაც მიზნად ისახავდნენ თვითმფრინავის კასპიის ზღვაში ჩავარდნას და მოწმეების გაქრობას.

ასევე აღინიშნა, რომ თვითმფრინავის საკომუნიკაციო სისტემა მთლიანად პარალიზებული იქნა რუსული მხარის მიერ ელექტრონული საბრძოლო სისტემების გამოყენების გამო.

AZAL-ის კუთვნილი Embraer 190 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, გუშინ წინ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა.

AZAL-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები