2025-06-01

23:07

ევროკომისიის წინადადება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ

პოლიტიკა
26-12-2024 07:14

20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ.   

თუ საბჭო ამ წინადადებას დაეთანხმება, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელ ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათი ოჯახის წევრებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ვადით ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე ასევე აღარ გავრცელდება სავიზო რეჟიმის გამარტივების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა განაცხადის მიღების ხანმოკლე ვადა, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები ოდენობის დამხმარე დოკუმენტაციის წარდგენას შესაძლებლობა.

ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტებს ფლობენ, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე დროით მოგზაურობისას.

ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ  რეპრესიებზე, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. 

ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს საქართველოში დემოკრატიის სფეროში სერიოზულ უკუსვლაზე რეაგირების ზომები: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ მოქმედებათა მიმდინარე კურსს ქვეყანა ფაქტიურად  გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მიჰყავდა.  

ახლა ევროპის კავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული წინადადების შესახებ, რომელიც ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს. თუ საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს, და როგორც კი ის ძალაში შევა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საჭირო ზომების მიღება მოუწევთ.

დამატებით ინფორმაცია  

პრესრელიზი

ევროკომისიის წინადადება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები