2025-11-08

16:52

კახა ოქრიაშვილი: იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ!

საზოგადოება
23-12-2024 16:36
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
გასულ კვირას ეუთო-ოდირის ოფისმა არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფართოდ იყო გამოყენებული არჩევნებზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: დაშინება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მოსყიდვა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით ხაზგასმულია არჩევნების დღეს გამეფებული შიშის ატმოსფერო, რადგან ამომრჩევლებს „წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე“. ხოლო საარჩევნო კომისიებში და სასამართლოში სარჩელების განხილვის არარსებობამ, „ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი გამოსწორების შესაძლებლობას“.
ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღეს ადმინისტრირება იყო კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყებების და ადამიანების მიერ კარგად იყო ორგანიზებული გაყალბებისკენ მიმართული კომპლექსური ქმედებები, რასაც ერთიანი სტრატეგიის სახე ჰქონდა. შედეგად, საქართველოს მართავს დე-ფაქტო ხელისუფლება!
ასე ვერ გაგრძელდება. განვითარების სცენარი შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის რევოლუციური, მაგრამ ჩემი აზრით, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით. იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
P.S. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ახალ წელს ჩვენი ქვეყნის მეკვლე მრავალი ასეული ათასი ადამიანი იქნება რუსთაველის გამზირზე", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.   

მსგავსი სიახლეები

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები