2025-06-13

04:17

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა

სპორტი
20-12-2024 11:50
ქალაქ რომში, ისტორიულ „Mercati di Traiano"-ში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - დაწყებამდე 53 დღით ადრე „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, „ბაკურიანი - 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ცერემონიაზე შალვა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სპორტის მინისტრმა ისაუბრა „ბაკურიანი - 2025“-ის ორგანიზებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ფესტივალს მაღალ დონეზე უმასპინძლოს.
ცერემონიის ფარგლებში სპიროს კაპრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო - ზეთისხილის ხე გადასცა შალვა გოგოლაძესა და ლერი ხაბელოვს, რის შემდეგაც საზეიმოდ აინთო „მშვიდობის ცეცხლი.“ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფიგურულ ციგურაობაში 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორმა ნიკა ეგაძემ და სამთო-მოთხილამურე ანასტასია მირიანაშვილმა.
„ბაკურიანი - 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება, ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს მთავრობისვე ხელშეწყობით ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ევროპაში მერვე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული ექნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება - როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები