ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
სტრასბურგი, /2024 წლის 17 დეკემბერი/. 18 დეკემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩავა. ვიზიტისას გენერალურ მდივანს თან ახლდებიან ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები. ვიზიტი იმართება პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის პირობებში, რომელსაც თან ახლავს პოლიტიკური დისკურსის უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის ფაქტები. ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობები, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.
საქართველო, რომელიც 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, ვალდებულია, პატივი სცეს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას. ეს პრინციპები, რომლებიც ევროპის საბჭოს წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია (ECHR) ჩამოყალიბებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შესაძლებლობით, ეს გზავნილი მკაფიოდ გაემეორებინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბრებისას.
ამ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ასევე, უხმობს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებისგან და პატივი სცეს ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისთვის და საქართველოს ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.
ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომზადდა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის 18 ოქტომბერს დაამტკიცა, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭო მზად არის, ეს მხარდაჭერა ადგილზე არსებულ რეალობას მოარგოს და ამავე დროს აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი პრიორიტეტები აუცილებელია ეროვნული დონეზე რეფორმების პროგრამაში აისახოს.
გენერალური მდივანი მიესალმება ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას. იგი მათ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.
ნანახია: 882
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss