ლიეტუვამ და ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.
„ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. ესტონეთთან კოორდინაციაში, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია დამატებით 17 პირის სიაში შეყვანით, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დადგა დრო, ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე“, – წერს კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
ნანახია: 731
მსგავსი სიახლეები

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss