2025-01-29

23:49

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურები განმარტა

პოლიტიკა
13-12-2024 14:14

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურები განმარტა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც, მისივე განცხადებით, დაახლოებით ჰგავს პრეზიდენტის არჩევის ამერიკულ-გერმანულ წესს, როდესაც პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

„კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით – აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოების წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. კოლეგიის 300 წევრისგან, დღეის მოცემულობით, 211 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 20 წევრი ჰყავს პარტია „ახალს“, 20 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, 15 წევრი ჰყავს „ლელოს“, 14 წევრი – გახარიას პარტიას. 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. როგორც იცით, ვინაიდან არჩევნები აქ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობით რომ შევხედოთ. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან – 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას, ჯამურად, ჰყავს 69 წევრი და 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შემადგენლობას, მე ვახსენე, რომ ამ 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომელიც კვოტების შესაბამისად გადანაწილდა ცესკო-ს მხრიდან. 109 წევრიდან 54 იყო „ქართული ოცნების“, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან და შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, გადანაწილდა სხვა პარტიაზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა ეს კვოტები. თუმცა კიდევ ერთხელ, ხვალინდელ არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები.

ხვალ არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში იქნება 09:00-დან 14:00 საათამდე და არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, ცესკო წარმართავს პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას. კენჭისყრა გახლავთ ღია, არ არის ფარული. 14:00 საათზე დასრულდება არჩევნები და შემდეგ უკვე ცესკო ჩაატარებს სხდომას. მთლიანად ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული ჩვენი არხის მეშვეობით და ასევე სოციალურ მედიაში ჩვენი ლაივსტრიმის მეშვეობით. ცესკო-ს სხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება უკვე საბოლოო შედეგი კოლეგიის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მედიისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაცია.

„ასევე, მინდა გითხრათ, გამომდინარე იქედან, რომ ხვალ არ არის საპარლამენტო ღონისძიება, ხვალ უბრალოდ პარლამენტის შენობაში იმართება ეს პროცესი, იქნება მედიისთვისაც სპეციალური რეჟიმი იმ მხრივ, რომ არის ინტერესი, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას. ამიტომ ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაციით მედიის დაშვება. ყველა მედიას, ვისაც აქვს ინტერესი, დააკვირდეს პროცესს, ვთხოვ, საქართველოს პარლამენტის აპარატთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ხვალისთვის სპეციალური საშვები დამზადდება, რათა გააშუქონ პრეზიდენტის არჩევის პროცესი. ანუ, არ იმოქმედებს ამ შემთხვევაში წლიური აკრედიტაცია. შესაბამისად, ყველას ვისაც ინტერესი აქვს, ქართულ თუ უცხოურ მედიას, შეუძლიათ, მომართონ პარლამენტს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებებს აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-01-29 16:52
პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაცი

ამავდროულად, განმარტებით ბარათში აღნიშნულია: „საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი

2025-01-29 12:29
პოლიტიკა

გაერო-ს ექსპერტები: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს ზომები ძალადობის პრევენციისთვის და გამო

ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ასევე სხვა პირების

2025-01-29 11:55
პოლიტიკა

თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ 2028 წ

წულუკიანი ამბობს, რომ კომიტეტის დათქმებს განიხილავენ და თითოეულ დათქმასთან დაკავშირებით ხვალ

2025-01-29 11:23
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოს დელეგაციის მანდატე

შესაბამისად, ასამბლეას [საქართველოს] ოფიციალური პირებისგან ცხადი გარანტიები სჭირდება, რომ ისინი

2025-01-28 16:18
ეკონომიკა

„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების ფარგლებში „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სადისკუსიო ნაწილს დაესწრო.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები