2025-07-01

22:57

ევროკავშირის სპეციალური პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, ორ ქართულ ფილმს გადაეცა

კულტურა
13-12-2024 13:55

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ევროკავშირის სპეციალური პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში” ორ ქართულ ფილმს გადაეცა. გამარჯვებულები კინოთეატრ „ამირანში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა დააჯილდოვა.

წელს ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში სპეციალური პრიზი World Vision Georgia-სთან თანამშრომლობით წარადგინა. 

ევროკავშირის სპეციალური ჯილდო ორ კატეგორიაში გაიცა – მხატვრული და დოკუმენტური. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი გადაეცა რეჟისორ ელენე მიქაბერიძის ფილმს „ლურჯი მოცვი“, რეჟისორის ტატო კოტეტიშვილის ფილმმა „წმინდა ელექტროენერგია“ კი საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესიონალი კინემატოგრაფისტები და ექსპერტები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა: 

ევროკავშირი მხარს უჭერს პრიზს „ადამიანის უფლებები კინოში“ და ამაყობს ამითრადგან ეს პრიზი დღეს უფრო მნიშვნელოვანიავიდრე ოდესმე.  ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ხალხის მიმართვინც ქუჩაში იკრიბება და ხმამაღლა და გარკვევით ამბობსრომ ისწრაფვის დემოკრატიისაკენ და რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშიაისეთი საქართველოსისადაც ადამიანის უფლებები დაცულია.“

ევროკავშირის სპეციალურ პრიზზე წელს ნომინირებული იყო 14 ფილმი, რომლებიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მწვავე თემებს ასახავს: 

მხატვრული ფილმები

  • April/ აპრილი – Dea Kulumbegashvili, Georgia/France/Italy, 2024/ დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო/საფრანგეთი/იტალია, 2024
  • Holy Electricity/წმინდა ელექტროენერგია – Tato Kotetishvili, Georgia/Netherlands, 2024/ ტატო კოტეტიშვილისაქართველო/ნიდერლანდები, 2024
  • When You Are/17 როცა 17 წლის ხარ – Giorgi Mukhadze, 2024/ გიორგი მუხაძე, 2024
  • Amaia’s Guests/ამაია სტუმრები – George Todria, Georgia/Spain/ გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი
  • Bait/სატყუარა – Giorgi Mukhadze/Toby Andris, 2024/გიორგი მუხაძე/ტობი ანდრისი, 2024
  • Elene Dariani/ელენე დარიანი – Elene Tavadze, 2024/ ელენე თავაძე, 2024
  • Inhale/ჩაისუნთქე – Melana Sokhadze, Georgia/Switzerland, 2024/ მელანა სოხაძე, საქართველო/შვეიცარია, 2024

დოკუმენტური ფილმები

  • Blueberry Dreams/ლურჯი მოცვი – Elene Mikaberidze, Georgia/France/ Belgium/Qatar, 2024/ელენე მიქაბერიძე, საქართველო/საფრანგეთი/ბელგია/კატარი, 2024
  • Ever Since I Knew Myself/ რაც თავი მახსოვს – Maka Gogaladze, 2024/ მაკა გოგალაძე, 2024
  • On The Way Home/იქსადაც სახლია – Giorgi Kvelidze, 2024/ გიორგი ქველიძე, 2024
  • Bakhmaro 2050/ ბახმარო 2050 – Anka Gujabidze, 2024/ ანკა გუჯაბიძე, 2024
  • Katarina and the Tiger/ კატარინა და ვეფხვი – Bakar Cherkezishvili, 2024/ ბაქარ ჩერქეზიშვილი, 2024
  • Ode To Memorial/ ოდა მემორიალს – Giorgi Kvartskhava, 2024/ გიორგი ქვარცხავა, 2024
  • The Flower by the Road/ ყვავილი გზის პირას – Giorgi Parkosadze, Georgia/Hungary/Belgium/Portugal, 2024/ გიორგი ფარქოსაძე, საქართველო/უნგრეთი/ბელგია/პორტუგალია, 2024

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სპეციალური ჯილდო – “ადამიანის უფლებები კინოში“  ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. სპეციალური ჯილდო წელს უკვე მეექვსედ გაიცა.

კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს 2000 წლიდან ატარებს. კინოფესტივალის მიზანია, გამორჩეული ახალი უცხოური და ქართული ფილმების წარმოჩენა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები