2025-11-13

19:45

ეროვნული საფეხბურთო ლიგისა და ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოავლინეს

სპორტი
12-12-2024 11:22
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ეროვნული ლიგისა და ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოავლინეს. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელმაც საუკეთესო ნახევარმცველის ნომინაციის გამარჯვებული გამოავლინა. ჯილდო ოთარ მამაგეიშვილს გადაეცა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებშიც, კერძოდ:
ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა ბიორნ იონსენი (ქუთაისის ,,ტორპედო", 23 გოლი),
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი კოხრეიძე (,,იბერია 1999"),
საუკეთესო თავდამსხმელი - ბიორნ იონსენი (ქუთაისის ,,ტორპედო"),
საუკეთესო მეკარე - დავით კერესელიძე (გორის ,,დილა"),
საუკეთესო მცველი - გიორგი ჯგერენაია (,,იბერია 1999").
ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ლევან კორღალიძე (,,იბერია 1999").
სეზონის საუკეთესო გოლის ავტორია თორნიკე მორჩილაძე.
ქალთა ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა ნინო ბუხრიკიძე (,,ნიკე ლუსო", 33 გოლი),
საუკეთესო ფეხბურთელი - ანანო წიქარიძე (,,ნიკე ლუსო").
ქალთა ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელია გიორგი ჩხაიძე (,,ლანჩხუთი").
ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ლიგის რვა კლუბის მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელი კი ეროვნული ლიგის ათივე კლუბის მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გამოავლინეს. კლუბების გარდა ხმის მიცემის პროცესში ქართველი გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები