2025-06-03

04:57

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პოლიტიკა
11-12-2024 13:32

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაკავებებისა და წინასწარი პატიმრობის, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც მომხსენებლები აცხადებენ, დაკავებების დროს პოლიციის ძალადობა აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა, კლოდ კერნმა და ედიტე ესტრელამ დღეს გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების ლიდერების დაპატიმრებებისა და წინასწარი დაკავებების, ასევე პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საკამათო დებულებების საფუძველზე ჩატარდა, რაც მას პოლიტიკური ძალადობისგან დაუცველს ხდის. დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასა და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომლის ადგილიც არ არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში.

განცხადებაშია ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები გმობენ პოლიციის სისასტიკეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ, რომელიც უცვლელად გრძელდება, რაც დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმა. „როგორც ჩანს, არსებობს დაუსჯელობის განცდა პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია“, – აცხადებენ მომხსენებლები, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას, პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, მათი, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების შესაბამისად.

გარდა ამისა, მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა შემთხვევა და პასუხისმგებელ პირებს კანონის შესაბამისად დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

„ასეთი შემაძრწუნებელი საქციელის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხსენებლები თბილისში იანვრის დასაწყისში ფაქტების დადგენის მიზნით ჩავლენ.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები