2025-09-18

21:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება!

სამართალი
11-12-2024 13:09
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს.
განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას.
შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.
ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება.
დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 19:11
სამართალი

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

2025-09-18 11:29
სამართალი

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მ

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

2025-09-17 16:23
სამართალი

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

2025-09-17 15:32
სამართალი

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

2025-09-15 15:29
სამართალი

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები