2025-09-19

01:28

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

სპორტი
09-12-2024 12:48
,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" 2024 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულდა. საქართველოს ჩემპიონია საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“, რომელმაც ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „სამგურალთან“ ფრედ - 1:1 ითამაშა.
კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლოს წინა ტურშივე გაირკვა. „იბერია 1999“-მა საქართველოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
„იბერია 1999“-თან ერთად ევროტურნირებზე „ტორპედო“, „დილა“ და „სპაერი“ იასპარეზებენ. ,,ეროვნულ ლიგა 2"-ში დაქვეითდა „სამტრედია“, ეროვნულ ლიგაში კი „გარეჯი“ ითამაშებს. პლეი-აუტში ,,სიონი" - ,,გაგრას", ,,თელავი" კი ,,რუსთავს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები