პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ღონისძიებას მსოფლიოს მრავალი ლიდერი ესწრება, მათ შორის აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 7 დეკემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პარიზში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და მმართველი პარტიის გაძლიერებული რეპრესიების კამპანიის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა: „მე გამოვუცხადე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელიც თავისი ღირსეული მომავლისთვის იბრძვის, და ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, რომ ქვეყანა პუტინს არ გადასცეს, უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის“.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება და დასძინა, რომ „ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს – რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელს ევროპაში“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ „უკრაინა კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში“.
პარიზში ყოფნისას სალომე ზურაბიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სიღრმისეული განხილვა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. მან განაცხადა: „ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მას ასევე შესანიშნავი საუბარი ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან და რომ მასთან „საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიებზე“ იმსჯელა.
წყარო: https://civil.ge/ka/archives/642740
ნანახია: 652
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

clickss