2025-10-21

17:30

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება!

მსოფლიო
07-12-2024 11:49
გთავაზობთ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა:
"ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობის წინაშე აყენებს. ხაზს ვუსვამთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
მტკიცედ ვგმობთ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანში ამოღებას. ვწუხვართ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში პოლიციის ოპერაციების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან.
შეგახსენებთ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" თანმიმდევრულმა ქმედებებმა 2024 წლის დასაწყისიდან, გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და, შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება.
ჩვენ ამ საკითხს მოვაქცევთ მომავალი საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და გარდა ამისა, განვიხილავთ "ქართული ოცნების" ქმედებების შედეგებს ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე".
უკან დაბრუნება

ნანახია: 1062

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები