საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება!

საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებზე პოლიციამ აქტივისტები დაშალა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება და დემონსტრანტები წუხელ დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა ხოლო აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთების სროლით უპასუხეს.
რუსთაველის გამზირი, რომელიც აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს, პოლიციის ჩარევის შედეგად გაიხსნა.
საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ის ანგარიშზე გაკეთებულ თავის პოსტში თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლა გააკრიტიკა.
მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოდის ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდასაჭერად და დაამატა: „(პოლიციის ჩარევა) ევროპა და ევროპული იდეალია ის, რასაც რუსი მარიონეტები განზრახ და სასტიკად ანადგურებენ თბილისის ქუჩებში. გაიღვიძე ევროპა!".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ არ ნიშნავს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
მისვე თქმით, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა ძალადობრივ მეთოდებს მიმართეს და 50-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. კობახიძემ პოლიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ დემონსტრანტების მიმართ ძალადობისგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 107 პირი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის დროს რამდენიმე ჟურნალისტი და დემონსტრანტი დაშავდა.
ნანახია: 686
მსგავსი სიახლეები

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით
ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
clickss