2024-12-10

22:40

სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები, დაინიშნოს ახალი არჩევნები

პოლიტიკა
28-11-2024 22:06

დიპლომატიურ კორპუსს მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები, დაგვეხმარონ ერთადერთ მოთხოვნაში, ახალი არჩევნების დანიშვნაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან დღეს ელჩებს სთხოვა, რომ მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები.

„დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის რისთვისაც ვიბრძვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირა თუ თვეა, დაწყებულია.

„მესმის, დღეს რა ემოციებით და რა განწყობით არის ხალხი. მეც და ჩვენ ყველანი იგივეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა თუ თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ყველა, ვისაც ჰქონდა რაღაც ეჭვი, შეიძლება – არა, შეიძლება, სხვა ახსნა არის, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს. დღეს ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა საკუთარ ხალხს არა მშვიდობა, არამედ ომი, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის მომავალს. ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთისა.

დღეს ასევე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო აქამდე მოსვლა დღეს, რადგან ვიცი, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ქუჩის აქციებშია, ხალხი გამოდის სპონტანურად. მე მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა დრო აღარ არის – მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა, სურვილები მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები მათთან, თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ ერთად კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან. აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ. დღეს გვჭირდება კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. მე დღეს ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით. მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები აქ, ვიდგები თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა საჯარო მოხელეებს, საზოგადოებას, რომ დროა, იფიქრონ იმაზე, რა მომავალს უტოვებენ შვილებს.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დრო არის, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. დრო არის, იფიქროთ იმაზე, რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დროა, იფიქროთ, რა რეპუტაციას უტოვებთ მათ. რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგში იცხოვრებენ. მესმის, ძალიან რთულია, როცა ქვეყანაში პირობები არის ისეთი, როგორიც არის, ვითომცდა ეკონომიკურად მზარდი, სადაც ვიცით, რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია.

მინდა, მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ. დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ. თქვენ არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც, ყველაფერი და იფიქრეთ თქვენც, რომელ ქვეყანას – რუსეთს გინდათ, ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი არის, თუ ჩვენ ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა.

მე მოგმართავთ ყველას, არ დაკარგოთ იმედი. არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი, სამართავია მომავალ დღეებში. ეს არის საზოგადოების და გაერთიანებული ძალების გადასაწყვეტი ამ დღეებში. არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2024-12-10 17:05
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა გრძელდება!

აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებში დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების

2024-12-10 15:53
პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: "სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთ

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია. „გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე

2024-12-10 12:07
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.

2024-12-09 14:32
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრეძლდება!

დემონსტრანტებმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მერიის მიერ დაყენებული ნაძვის ხის ფოლადის ღეროზე გამოაკრეს

2024-12-09 12:48
სპორტი

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები