საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის შემფასებელთა ჯგუფი ეწვია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის შემფასებელთა ჯგუფი ეწვია. ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელს, პიერს კაზალეტისა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია და თავდაცვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებსა და სამომავლო გეგმებს.
გაიმართა უწყებათაშორისი შემაჯამებელი სხდომაც, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში წარმატებით მიმდინარე პროცესებს, ასევე, ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში.
ნატო-ს შემფასებელთა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა თავდაცვის უწყების დარგის ექსპერტებთან და პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული მექანიზმის - ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის 2023-2024 წლების პარტნიორობის მიზნების განხორციელების შეფასება.
ნანახია: 212
მსგავსი სიახლეები
clickss