პრეზიდენტი - დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან!
მოგესალმებით!
მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და გული ყველას უნდა გვტკიოდეს, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან!
მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, თავზე დაეხია კონსტიტუცია.
მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომელიც დღეს გაყინული სახით იჯდა, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ მათ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ კვირით არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ.
მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთი მეორეს მისალმების, თუ დაჩოქების.
სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს!
არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ, ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის მომავლის სადავეები.
თუ რამეს ვხედავთ, ეს არის ის, რომ თქვენი დრო მოვიდა, რომ ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ასახული ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე ახალი არჩევნების დრო დადგება, რომელიც ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ეს დრო ნამდვილად მოდის!
ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც ყოველდღე ვიდგეთ სადმე, ჩვენი მთავარი მოვალეობა მომზადებაა. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო; იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია - ყველასი!
და... მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, წინასწარ გეტყვით, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები.
და მე აქ ვიქნები, (ეს უკვე გითხარით) და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!
ნანახია: 741
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss