2025-11-06

21:48

საქართველოს ახალი პარლამენტი ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად პირველი სხდომისთვის შეიკრიბა

პოლიტიკა
25-11-2024 16:48

საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ შექმნილი ახალი პარლამენტი პირველი სხდომისთვის შეიკრიბა, და მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, რომელიც არ ცნობს არჩევნების შედეგებს, სხდომა მაინც გამართა. ამის შესახებ "ტრტ-ქართულიაქვეყნებს ინფორმაციას.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები მონაწილეობენ.

საქართველოს პარლამენტის 150 მანდატიდან 61 მანდატის მფლობელი ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობით დაიწყო.

მომიტინგეები, რომლებიც მთავრობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არ შევლენ პარლამენტში, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

სხდომას, რომლის მიმდინარეობისას პოლიციამ უსაფრთხოების ფართო  ზომები მიიღო პარლამენტის შენობის გარშემო, დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველ სხდომაზე უცხოელი ელჩები არ იყვნენ მიწვეულნი.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოპოზიციის მსგავსად არ ცნობს არჩევნების შედეგებს, X-ზე გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში სხდომის ჩატარება მისი ხელმოწერის გარეშე არაკონსტიტუციურია.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" 53.93 პროცენტით მოიგო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არ ცნობენ შედეგებს და მთავრობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები