2025-09-18

06:12

ნიკოლ ფაშინიანი: „თურქეთთან ურთიერთობა უნდა დავარეგულიროთ“

მსოფლიო
25-11-2024 16:32

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირების შესახებ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიაში.

ფაშინიანმა განაცხადა: „თუ გვსურს სომხეთის მომავალი სტაბილურობა, დამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება, უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან. უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობა ჩვენს მეორე მეზობელთან, თურქეთთან“.

მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა: „საჭირო არ არის უარვყოთ, რომ თურქეთი არის დიდი საერთაშორისო მოთამაშე, ჩვენ უნდა შევხედოთ ამ რეალობას პირისპირ“.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვიზიტისას, ფაშინიანი თურქულ სახლში მიიღო, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ლიდერებმა შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უპირობო ნორმალიზაცია და მდგრადი მშვიდობის პროცესები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა გულწრფელი მხარდაჭერა დიალოგის პროცესის გაგრძელებისადმი და ფაშინიანს საჩუქრად გადასცა წიგნი „უფრო სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია“.

მსგავსი სიახლეები

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები