2024-12-10

22:51

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

ბიზნეს ნიუსი
25-11-2024 16:14

თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის კონკურსი – IWSC Wine Judging in Georgia – ტარდებოდა, წელს IWSC Wine and Spirits Judging in Georgia ჩატარდება, რადგან პირველად ღვინის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.

ერთ-ერთი მსაჯი კი, ქართველი მეღვინეებისთვის კარგად ნაცნობი, უფროსი სომელიე  სალვატორე კასტანო იქნება, რომელიც მის სიყვარულს ქართული ჭაჭის მიმართ არასდროს მალავს.

-          როგორ ფიქრობთ, რგავლენას მოახდენს თქვენი გამოცდილება ღვინის სფეროში ქართული სპირტიანი სასმელების შეფასებაზე? რომელ უნიკალურ მახასიათებლებს ეძებთ ყველაზე მეტად, განსაკუთრებით ჭაჭაში?

-          ვფიქრობ, რომ, როდესაც ღვინოსა და სპირტიან სასმელებს აგემოვნებ, მიდგომა ძალიან განსხვავებულია ამ ორს შორის. მაგრამ საბოლოოდ, ყოველთვის ეძებ ერთი და იმავე მახასიათებლებს, რაც ნიშნავს ბალანსს, სიახლეს და პროდუქტის არომატულობას. ასევე უნდა დავრწმუნდე, რომ პროდუქტს არ აქვს ნაკლოვანებები. მე დიდი ფანი ვარ გრაპას, ასე რომ…

როგორც იტალიელს, ჩემს მშობლებს აქვთ გრაპას უდიდესი კოლექცია სამხრეთ იტალიაში – 160-ზე მეტი ბოთლი ყურძნის დისტილატებისა. ჯიშის მიხედვით, განსხვავდება არომატები და სტილი, ზოგიერთი უფრო ყვავილოვანი სტილისაა, ზოგი კი უფრო ხილიანი.


- თქვენი სიცილიური წარმომავლობისა და ლონდონში ამჟამინდელი როლის გათვალისწინებით, როგორ მიუდგებით ისეთი ქვეყნის სპირტიანი სასმელების შეფასებას, რომელსაც უძველესი ტრადიცია აქვს, როგორიცაა საქართველო?
- სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ კლასიკურ პროდუქტებს და მათ უკან მდგარ ისტორიას. მჯერა, რომ საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო კულტურა აქვს, განსაკუთრებით გასტრონომიის თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მის ისტორიას და ვცდილობთ, რაც შეიძლება სამართლიანები ვიყოთ ყველა პროდუქტის მიმართ. ჩემთვის სპირტიანი სასმელების შეფასება არ განსხვავდება ღვინის შეფასებისგან; ჩვენ ვეძებთ საუკეთესო პროდუქტებს. თუ რაიმე ნაკლოვანებას ვამჩნევთ, მწარმოებელს ვაძლევთ უკუკავშირს და ვურჩევთ, გააუმჯობესონ. ჩვენ თვითონ არ ვართ მეღვინეები ან სპირტიანი სასმელების მწარმოებლები, მაგრამ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, რაც შეიძლება მეტად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რა სურს ინგლისურ ბაზარს.


- ქართული სასმელების, მათ შორის მათი სპირტიანი სასმელების რა ასპექტებს მიიჩნევთ ყველაზე საინტერესოდ ან უნიკალურად?
- რაც მიყვარს საქართველოში – ჩემი ქართველი მეგობრების გარდა – არის ჭაჭა.
მაგრამ რაც მართლა მიყვარს, არის მათი ქარვისფერი ღვინო. ჩემთვის ქარვისფერი ღვინოები, რომლებსაც ისინი აწარმოებენ, მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. ზოგიერთი საუკეთესო ნიმუში, რომელიც გამისინჯავს, საქართველოდანაა. ხარისხი და სიზუსტე ზოგიერთ მათგანში შთამბეჭდავია. თუ მსგავსი ღვინო უნდა შევარჩიო, ყოველთვის ქართულს დავეძებ.


- როგორ ხედავთ ტრადიციული სპირტიანი სასმელების, როგორიცაა ჭაჭას, როლს ქართული ალკოჰოლური სასმელების მემკვიდრეობის წარმოჩენაში გლობალურ ბაზარზე და რა არის მისი პოტენციალი?
- ვფიქრობ, ეს რთული ბაზარია. სპირტიანი სასმელები ყოველთვის გამოწვევაა, იქნება ეს ჭაჭა, ჯინი თუ არაყი. ამჟამად ბაზარზე ბევრი პროდუქტია, და მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. პლუს, ბევრმა არ იცის, რა არის ჭაჭა. ასე რომ, ვფიქრობ, აქ მარკეტინგის როლი გადამწყვეტია. თუ აუდიტორიას აუხსნით, რომ ჭაჭა გრაპას ჰგავს, რადგან ორივე სასმელი გადის ერთი და იმავე პროცესს, ადამიანებისთვის უფრო ადვილი გასაგებია. იტალიელები ცოტა უფრო ჭკვიანები იყვნენ, რადგან ამ პროდუქტის პოპულარიზაცია უფრო ადრე დაიწყეს. ქართული სპირტიანი სასმელებისთვის იმავეს მიღწევა უფრო რთულია, მაგრამ მჯერა, რომ სწორი მარკეტინგით ეს შესაძლებელია.

ცნობისათვის, IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  მეღვინეობა თელიანი ველი.  კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა

კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი: ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

მსგავსი სიახლეები

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები