2025-11-03

08:11

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

სპორტი
25-11-2024 12:04
„ევრობასკეტ 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 81:64, დასრულდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 38:40 დათმო, საბოლოოდ კი მატჩი 17 ქულიანი სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თამაშში 25 ქულა მოაგროვა, ახალმა ლეგიონერმა კამარ ბოულდუინმა კი - 22.
მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფში თამაშობს სერბეთთან, ფინეთსა და დანიასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ფინეთთან საშინაო მატჩში გამარჯვების შემდეგ საქართველომ ჯგუფში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩებს ეროვნული ნაკრები 2025 წლის თებერვალში დანიისა და სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები