VIDEO: 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრს გადაეცა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა სამოქალაქო საზოგადოების ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებული გამოავლინა. ჯილდო გადაეცა საქართველოში არსებულ ჟურნალისტიკის რესურსცენტრს „მისი შეუპოვარი საქმიანობისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების მხრივ ‘უცხოური აგენტების კანონის’ კონტექსტში არსებული ზეწოლის პირობებში“.
2018 წელს შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო პატივს მიაგებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყოველდღიურ წვლილს მათ ქვეყნებში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების გატარების, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების და, ასევე, დაუცველი ადამიანებისა თუ თემების დახმარების მიმართულებით. გამარჯვებულს ჯილდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ხელმძღვანელი კომიტეტი ფორუმის 1,200 წევრის სახელით გადასცემს.
ნათია კუპრაშვილის მიერ სხვა დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან ერთად 2009 წელს დაარსებული ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC) საქართველოში რეგიონულ მედიასა და დამოუკიდებელი მედიის დაცვას უჭერს მხარს.
რუსეთიდან წამოსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად JRC-მა დააარსა ერთადერთი ქართული რუსულენოვანი მაუწყებლობა TOK TV და შექმნა ყალბი ინფორმაციის გამომვლენი აპლიკაცია, „ფაქტი თუ სიყალბე“ (Fact or Fake).
2023-2024 წლებში JRC აქტიურად იყო სამიზნეში ამოღებული საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან აქტიურად დაპირისპირების გამო. ნათია კუპრაშვილი, მისი ოჯახის წევრები და კოლეგები ჯერ კიდევ გამოუძიებელი შევიწროებისა და მუქარების სამიზნედ იქცნენ.
„პროპაგანდასთან დაპირისპირება მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის მეშვეობითაა შესაძლებელი“, – განაცხადა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დამაარსებელმა, ნათია კუპრაშვილმა, რომელმაც ჯილდო ორგანიზაციის სახელით მიიღო, – „საქართველოში გასულ თვეს ჩატარებული არჩევნები იყო იმის მორიგი ილუსტრაცია, რომ სიმართლესა და პრესის თავისუფლებას ავტორიტარიზმისგან ჩვენი დაცვა შეუძლია. ეს განსაკუთრებით ასეა საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მედია რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი ოლიგარქების მიერ კონტროლდება. ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის მიწოდებასა და დემოკრატიის დაცვაში“.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 203
მსგავსი სიახლეები
clickss