2025-06-03

13:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია

პოლიტიკა
20-11-2024 17:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იმყოფებოდნენ.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის ჰონგ-კონგის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერიკ ჩან კვოკთან, ასევე ჰონგ-კონგის მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მდივანთან ლამ საი-ჰუნგთან, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან ალგერნონ იაუსთან, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მდივანთან კევინ იონგთან და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან პატრიკ ლაუსთან.
 
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ  ჰონგ-კონგის მთავრობის წევრებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ინოვაციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფერობში თანამშრომლობის საკითხებს.
 
აღინიშნა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის 2019 წლის თებერვლიდან მოქმედი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ 2024 წლის 30 სექტემბრიდან ორივე მხარის ძალისხმევით ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.
 
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე, ვიზიტების გაცვლასა და მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ  მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის აზიის ლოგისტიკური, საზღვაო და საავიაციო კონფერენციაში „მიწოდების არსებული და სამომავლო ალტერნატიული გზები: მედეგობა და მდგრადობა“.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები ჰონგ-კონგში დაფუძნებული ათამდე მსხვილი ადგილობრივი და წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიის ხელმძღვანელებთან.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები