2025-07-01

22:25

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კულტურა
18-11-2024 16:10

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო.

„იტალიის საელჩოს მიერ კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, რომლებიც ხელოვნებასა და საგანმანათლებლო სფეროსთან იყო დაკავშირებული, გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტის მესამე ნაწილი გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო რეგიონის - კამპანიის - სამზარეულოსთვის მიგვეძღვნა“, - აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ.

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ჩატარდა, იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცას და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ჩართულ ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას მიეძღვნა. ექსპოჯორჯიაში გამართული ღონისძიება მოიცავდა პიცის ცომის მომზადების მასტერკლასს, რომელიც სახელგანთქმული ფქვილის მწარმოებელი იტალიური კომპანია Molino Casillo-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს, შეჯიბრს საქართველოს დედაქალაქის პიცერიების პროფესიონალ მზარეულებს შორის და სხვადასხვა სახეობის პიცის დეგუსტაციას.

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://www.facebook.com/AmbasciataTbilisi/posts/pfbid036jnbHDRbPdcfjp9i

8sjXBtzf79RoA1CddFjBvNPo9Rf2YJJHG7eu4Y3kJ3sxGBsBl?rdid=SjknPDyt3MVgnxgz&share_url=https%3A%2F%

2Fwww.facebook.com%2Fshare%2Fp%2F18CD24v7mx%2F#

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები