2025-10-17

22:19

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადში" გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

ბიზნეს ნიუსი
18-11-2024 15:58
16 ნოემბერს ასოციაციას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გემლიქის მერი, ბატონი შუქრუ დევირენი; ინეგოლის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ბატონი იავუზ უღურდაღი; საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ქენან ქენდერი და ადმინისტრაციული დირექტორი, ბატონი მესუთ შაჰარი; გემლიქის სავაჭრო ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი სალიჰ ერდინჩ ერსანი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ოზდენ ჩაქირი; მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის თავმჯდომარე, ბატონი ომერ ფარუქ დემირთაში და მისი მოადგილეები - ბატონი მენან ფორთაქალი და ეროლ ჯენგიზი, აგრეთვე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი მეჰმეთ ნური თაიარი ეწვივნენ.
გაცნობით შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული ბიზნეს საკითხები, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
განსაკუთრებით იქნა გამახვილებული ყურადღება საქართველოში ახლად მზარდ ზეთისხილის მოყვანის კულტურაზე.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ვიზიტისათვის და ვუსურვებთ მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები