21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა, საპასუხო მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება
საქართველოს ახალგაზრდულმა ფეხბურთელთა ნაკრებმა, გუშინ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს ხორვატიის ქალაქი რიეკა უმასპინძლებს.
გუშინდელი შეხვედრა, ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე, მე-4 წუთზე გატანილ სწრაფ გოლში აისახა. გოლი საბა მამაცაშვილის დარტყმას და შემდეგ გიზო მამაგეიშვილის აქტიურობას მოჰყვა, საბოლოოდ მარკო სოლდომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ გაბრიელ სიგუას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ბაზელის ნახევარმცველმა გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა და ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. 61-ე წუთზე, ადამ ლადებეკმა მოედნიდან სტუმართან მეკარე, ნიკოლა ჩავლინა გიზო მამაგეიშვილზე უხეშობის გამო მოედნიდან გააძევა.
ხორვატიაში გასამართი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნანახია: 852
მსგავსი სიახლეები
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss