2025-10-25

02:04

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ეწვივნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, იაღმურ დემირელი და მისი მოადგილე, აბდულა ოსმანოღლუ

ბიზნეს ნიუსი
15-11-2024 12:24
13 ნოემბერს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ეწვივნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონი იაღმურ დემირელი და მისი მოადგილე, ბატონი აბდულა ოსმანოღლუ. შეხვედრაზე განვიხილეთ აქტუალური საკითხები სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით.
გადაწყდა, რომ თებერვლის თვეში "გურთიადის" წევრებისათვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობასა და მის გაზრდასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები